ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენის გოლი სერია A-ს თვის საუკეთესოდ დასახელდა

იტალიაში სერია A-მ იანვრის თვის საუკეთესო გოლი დაასახელა და გასაკვირი ალბათ არავისთვის იყო, რომ გამარჯვებულად ვიქტორ ოსიმენის გოლი დასახელდა.

ნიგერიელმა ფორვარდმა 29 იანვარს, „დიეგო მარადონაზე“ „რომას“ ულამაზესი ბურთი შეუგდო. ყველაფერი კი ხვიჩა კვარაცხელიამ წამოიწყო, რომელმაც შეტევის დაწყებასთან ერთად საგოლე პასიც მიითვალა. ოსიმენის ბურთის დამუშავება და დარტყმა უბრალოდ შედევრი იყო.

ვიქტორ ოსიმენის გოლმა ბრძოლაში ოკერეკეს (ინტერის კარში), ედერსონის (სალერნიტანას კარში) და კაპრარის (სასუოლოს კარში) ბურთებს აჯობა.

სერია A-ში ოსიმენი 14 გოლით ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. მას 12 გოლით „ატალანტადან“ ადემოლა ლუკმენი მოსდევს.

რაც შეეხება „კვარას“, ქართველი საგოლე პასებში (8) პირველ ადგილზე და ლიდერობას ასევე 8 „ასისტით“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან იყოფს.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი 5 თებერვალს 21-ე ტურში სტუმრად „სპეციას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
1 სქემაში დამალული 3 გეგმა - თოფი, რომელიც ყველა კედელს ანგრევს
1 სქემაში დამალული 3 გეგმა - თოფი, რომელიც ყველა კედელს ანგრევს