რომა, ნიკოლო ძანიოლო
Aa
Aa

ძანიოლო: “სიკვდილის შემცველი მუქარები მივიღე, შემეშინდა“

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლო ძანიოლოს ოჯახი „რომასთვის“ სასამართლოში ჩივილს აპირებს. ბრალდება კი ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირდება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდა იტალიელს „ჯალოროსის“ დატოვება სურდა და კლუბმა არ გაუშვა.

ამის გამო თავად ფეხბურთელმა ვარჯიშზე უარი განაცხადა, ხელმძღვანელობამ კი გუნდიდან მოკვეთა.

დღევანდელ დღემდე, 23 წლის შემტევი დუმდა. დღეს კი ძანიოლომ ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი გააკეთა.

ძანიოლო:

„ჩემს შესახებ ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. „რომაში“ უცნობი ფეხბურთელის სტატუსით ჩამოვედი და გულშემატკივრებმა იმ წამსვე მიმიღეს. ისინი მაძლევდნენ თავდაჯერებულობას, გამბედაობას და იმედს ჩემი საშინელი ტრავმების დროს.

ვფიქრობ, ტირანაში გატანილი გოლით მათ მადლობა გადავუხადე. ის გოლი ყველა გულშემატკივარს ეძღვნებოდა. 23 წლის ვარ და ისეთ რაღაცებს განვიცდი, რაც სხვა უფრო ასაკით დიდ ფეხბურთელებს არ განუცდიათ. დაცემა, ადგომა, ისევ დაცემა, კიდევ ერთხელ აღმასვლა და გამარჯვება.

ბოლო რამდენიმე თვე ჩემთვის დელიკატური და პრობლემატური იყო, რადგან არ ვიცოდი როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი. მიუხედავად ამისა, ვარჯიშებზე და თამაშებზე მაქსიმალურად ვიხარჯებოდი. ახლა ყველაზე რთული დღეა ჩემს ცხოვრებაში, რადგან ულტრასებისგან სიკვდილის შემცველი მუქარა მივიღე. შემეშინდა.. შემეშინდა ჩემი ოჯახის გამო..“

შეგახსენებთ, რომ ძანიოლოს გადაბირებით „ბორნმუთი“ და „მილანი“ ინტერესდებოდნენ, მაგრამ „რომამ“ ახალგაზრდა იტალიელი შემტევი გუნდიდან არ გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზიეჩი ჩელსის მფლობელს ემუდარებოდა, რომ კლუბს პსჟ-ში გაეშვა
ზიეჩი ჩელსის მფლობელს ემუდარებოდა, რომ კლუბს პსჟ-ში გაეშვა