რეალი მეოთხედფინალშია
რეალი მეოთხედფინალშია
კონტრაქტს ახანგრძლივებს
კონტრაქტს ახანგრძლივებს
ჰოლანდშოუ
ჰოლანდშოუ
რა სანქციები ემუქრება ბარსას
რა სანქციები ემუქრება ბარსას
მერაბი VS იანი ახლოვდება
მერაბი VS იანი ახლოვდება
კვარას რეკორდი
კვარას რეკორდი
გუტის საჩუქარი ხვიჩას
გუტის საჩუქარი ხვიჩას
მილანი მეოთხედფინალშია
მილანი მეოთხედფინალშია
პსჟ დამარცხებულია
პსჟ დამარცხებულია
ჩელსი მეოთხედფინალშია
ჩელსი მეოთხედფინალშია
FIFA THE BEST
FIFA THE BEST
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
დე ლაურენტისი კვარაზე
დე ლაურენტისი კვარაზე
მამარდას 5 სეივი
მამარდას 5 სეივი
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
დაუჯერებელი დრიბლიორი
დაუჯერებელი დრიბლიორი
„მადლობა ყველაფრისთვის“ - მამარდაშვილი გატუზოს გაშვებას ეხმაურება
Aa Aa
31 იანვარი 2023  |  10:51

„მადლობა ყველაფრისთვის“ - მამარდაშვილი გატუზოს გაშვებას ეხმაურება

გუშინ, „ვალენსიას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯენარო გატუზო გაათავისუფლეს და მის მაგივრად დროებით მწვრთნელად ვორო გონსალესი დანიშნეს.

იტალიელი სპეციალისტის გაშვებას „ღამურების“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და „რინოს“ მიღებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები, მისტერ! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!“ - წერს მამარდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა სპეციალისტმა „ვალენსია“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაიბარა. გატუზოს ხელმძღვანელობით, „ვალენსიამ“ ლა ლიგაში 19 მატჩი გამართა, აქედან 8 შეხვედრაში დამარცხდა, 5-ში გაიმარჯვა, ხუთიც კი ფრედ დაასრულა. ამ ეტაპზე მამარდაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-20 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს.

რაც შეეხება სალვადორ „ვორო“ გონსალესს, 59 წლის სპეციალისტს თითქმის მთელი კარიერა „ვალენსიაში“ აქვს გატარებული. გონსალესი ჯერ ფეხბურთელობის დროს ატარებდა „ღამურების“ მაისურს, შემდეგ კი კლუბში როგორც ასაკობრივი გუნდების, ისე მწვრთნელის ასისტენტად და მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. „ვორო“ გონსალესი აღნიშნულ მოვალეობას ექვსჯერ ითავსება. ის დროებით მწვრთნელად ჯერ 2008 წელს, რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ დანიშნეს, მეორედ 2015 წელს, ნუნუ ეშპრირიტუ სანტუს გაშვების შემდეგ. ამავე წელს, ის გარი ნევილის შემცვლელად დაინიშნა. 2016 წელს გონსალესმა კლუიბში პაკო აიესტარანი შეცვალა, 2016 წლის ბოლოს მან მეხუთედ ჩაიბარა გუნდი, ამჯერად ჩეზარე პრანდელის გათავისუფლების შემდეგ,  ბოლოს კი 2020 წლის ივნისში ალბერტ სელადესი შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
უსიამოვნო ინციდენტი - გატუზო ესპანელ ოპერატორს დაუპირისპირდა
უსიამოვნო ინციდენტი - გატუზო ესპანელ ოპერატორს დაუპირისპირდა