ბუდუ ზივზივაძე, ალექსანდრე იაშვილი, კარლსრუე
Aa
Aa

“ბუდუ გამორჩეული ფეხბურთელია“ - იაშვილი გერმანულ მედიას ესაუბრა

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბუდუ ზივზივაძე სულ მალე ახალ კლუბში გააგრძელებს კარიერას. საუბარი „კარლსრუეზეა“, სადაც ერთ დროს ალექსანდრე იაშვილი თამაშობდა.

გერმანული გამოცემა Ka-News საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს დაუკავშირდა და ბუდუ ზივზივაძეზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

იაშვილი:

„ზივზივაძე გამორჩეული ფეხბურთელია. შარშან ის საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ეროვნულ ნაკრებში ის ყოველთვის პროფესიონალურად იქცევა. ის შესანიშნავი ბიჭია და საქართველოს წარმატებისთვის ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს.“

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე იაშვილი „კარლსრუეში“ 2007/2012 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ყოფილმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 153 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 26 გოლი გაიტანა და 27 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე გეტყვით, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუდუ ზივზივაძე ახალ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ცნობისთვის, გერმანიის 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე“ 18 ქულით მე-15 ადგილზეა, სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, „კარლსრუე“ საუკეთესო ათეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უსიამოვნო ინციდენტი - გატუზო ესპანელ ოპერატორს დაუპირისპირდა
უსიამოვნო ინციდენტი - გატუზო ესპანელ ოპერატორს დაუპირისპირდა