ჩელსი, ბენფიკა, ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

BBC: ჩელსიმ ბენფიკას ენცოს სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო შესთავაზა

ლონდონის „ჩელსი“ სატრანსფერო ფანჯრის დროს კვლავ აქტიურობს. „არისტოკრატებმა“ „ბენფიკას“ ენცო ფერნანდესის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო შესთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში ლონდონურმა კლუბმა არგენტინელი ტალანტის გადასაბირებლად ლისაბონელებს არაერთხელ მიმართა, თუმცა რუი კოშტას პასუხი კატეგორიული იყო: „გადაიხადე 120 მილიონი და წაიყვანეთ“. დღევანდელ დღემდე კი ტოდ ბოელი აღნიშნულ თანხას არ იხდიდა.

როგორც ჩანს, „ჩელსის“ ახალი პრეზიდენტი პორტუგალიელთა მოთხოვნას დათანხმდა და 120 მილიონის გადახდას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა BBC ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ თუ ტრანსფერი გაიჩარხება ენცო ფერნანდესი პრემიერ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება. ეს რეკორდი დღემდე ჯეკ გრილიშს ეკუთვნის, რომლის სანაცვლოდაც „მანჩესტერ სიტიმ“ 105 მილიონი ევრო გადაიხადა.

ცნობისთვის, ენცო ფერნანდესის კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ნაინგოლანი სპალის ფეხბურთელია
ოფიციალურად - ნაინგოლანი სპალის ფეხბურთელია