წილისყრა: ესპანეთის თასზე ელ კლასიკო გაიმართება
Aa
Aa

წილისყრა: ესპანეთის თასზე ელ კლასიკო გაიმართება

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მადრიდის „რეალი“ კატალონიის „ბარსელონას“ შეხვდება, „ოსასუნას“ მეტოქე კი „ბილბაო“ იქნება. ასე რომ, ფეხბურთის მაყურებელი „ელ კლასიკოს“ იხილავს, რომლის მიმართ მთელ მსოფლიოში დიდი ინტერესია.

პირველი შეხვედრები პირველ მარტს გაიმართება, საპასუხო მატჩები კი - 5 აპრილს. 

პირველ შეხვედრაში „რეალი“ კატალონიურ გრანდს მიიღებს, საპასუხო დაპირისპირება „კამპ ნოუზე“ შედგება. რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, პირველი მატჩი „ოსასუნას“ კედლებში გაიმართება.

საინტერესოა, რომ ამ სეზონში ქომაგი საერთო ჯამში ხუთ „ელ კლასიკოს“ იხილავს. გუნდებმა ესპანეთის სუპერთასზე ითამაშეს, რასაც ლა ლიგისა და ესპანეთის სამეფო თასის 2-2 შეხვედრა ემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები