ედინსონ კავანი, ხოსე მარია ხიმენესი, ფერნანდო მუსლერა, დიეგო გოდინი
Aa
Aa

ფიფამ გადაწყვეტილება მიიღო - ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელები დასაჯეს

ფიფამ ურუგვაის ფეხბურთის ფედერაცია და „ლა სელესტეს“ მოთამაშეები დასაჯა. მსოფლიო ჩემპიონატზე, განასთან გამართული მატჩის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელები შეხვედრის მთავარი არბიტრის, დანიელ ზიბერტის მუშაობით უკმაყოფილო იყვნენ და მას დაუპირისპირდნენ.

ფიფას დისციპლინარულმა კომიტეტმა ურუგვაელთა ქმედებებზე გამოძიება დაიწყო და ვერდიქტი ახლახან გახდა ცნობილი. Marca-ს ცნობით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ურუგვაის ფეხბურთის ფედერაცია 50 000 შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმა. გარდა ამისა, ფიფას ეგიდით გასამართ მომდევნო საშინაო შეხვედრაში, „ლა სელესტეს“ უფლება არ ექნება, ქომაგები კარებს უკან განთავსებულ ტრიბუნებზე დაუშვას.

რა სასჯელი მიიღეს ფეხბურთელებმა

ხოსე მარია ხიმენესი - 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია (სანაკრებო დონეზე), საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახური და 20 000 შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ჯარიმა.

ფერნანდო მუსლერა - 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია (სანაკრებო დონეზე), საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახური და 20 000 შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ჯარიმა.

ედინსონ კავანი - 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია (სანაკრებო დონეზე), საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახური და 15 000 შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ჯარიმა.

დიეგო გოდინი - 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია (სანაკრებო დონეზე), საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახური და 15 000 შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ჯარიმა.

ცნობისთვის, დისკვალიფიკაცია ურუგვაის ნაკრების მომდევნო ოფიციალური შეხვედრებიდან ამოქმედდება და ფიფამ „ლა სელესტეს“ წარმომადგენლებს ამაზე ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაკგრეგორს ავტომობილი დაეჯახა - „შეიძლებოდა, მოვმკვდარიყავი“
მაკგრეგორს ავტომობილი დაეჯახა - „შეიძლებოდა, მოვმკვდარიყავი“