სახელფასო ჭერი და ტრანსფერები - კლუბი Barça TV-ის გაყიდვას გეგმავს
Aa
Aa

სახელფასო ჭერი და ტრანსფერები - კლუბი Barça TV-ის გაყიდვას გეგმავს

„ბარსელონა“ ახალი ფინანსური ბერკეტების გააქტიურებას გეგმავს.

კატალონიური კლუბი Barça TV-ის გაყიდვას განიხილავს, იუწყება Sport-ი Què T'hi Jugues-ზე დაყრდნობით.

„ბარსა“ ეძებს გზებს, რომ კლუბი სახელფასო ჭერს და პრობლემებს მოერგოს, რათა შემადგენლობის დაკომპლექტების მხრივ სიტუაცია დაასტაბილუროს.

და მიუხედავად იმისა, რომ „ბლაუგრანას“ ესმის, ერთადერთი გზა, რომ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლებსაც ლა ლიგა აყენებს, არის ფეხბურთელების ხელფასების შემცირება, კლუბი კვლავ განიხილავს პირადი არხის გაყიდვას დამატებითი შემოსავლის მისაღებად.

აღნიშნულია, რომ ეს ოპერაცია შეიძლება გახდეს ახალი ფინანსური ბერკეტი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროისთვის Barça TV არის წამგებიანი აქტივი.

უნდა აღინიშნოს, რომ ლა ლიგა მსგავსი ფინანსური ბერკეტების გააქტიურების გზების აკრძალვას გეგმავს. ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი კლუბებისთვის ამ გზის მოჭრასაც აპირებს, რაც სატრანსფერო ბაზარზე ესპანური კლუბებისთვის ოპერაციებს კიდევ უფრო გაართულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის მაგარი გარღვევა და ლამაზი საგოლე პასი - გიოს კარგი მატჩი
ჩაკვეტაძის მაგარი გარღვევა და ლამაზი საგოლე პასი - გიოს კარგი მატჩი