კურიოზი ინგლისში - მსაჯს შეეშალა და სხვა ფეხბურთელი გააძევა
ინგლისის რანგით მე-3 დივიზიონში, ლიგა 1-ში, „ბოლტონსა“ და „ფორესტ გრინს“ შორის გამართულმა მატჩმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია. ამის მიზეზი შეხვედრის მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებაა, რომელსაც შეეშალა და სხვა ფეხბურთელი გააძევა.
„ბოლტონი“ მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და დიონ ჩარლზის გოლით ანგარიში გახსნა. 28-ე წუთზე, ჩარლზი უცნაურ ვითარებაში აღმოჩნდა. რეფერის, ტომ ნილდს იგი მის თანაგუნდელში აერია და შეცდომით წითელი ბარათი უჩვენა. ჩარლზს არაფერი დაუშავებია, რასაც ელიას კაჩუნგაზე ვერ ვიტყვით და ამ უკანასკნელის ნაცვლად, მსაჯმა დიონი გააძევა.
See what Elias Kachunga does in the background here?
— Edward Walker (@edward_w97) January 24, 2023
Dion Charles gets a red card for it. I wish I was kidding… pic.twitter.com/8bFqnoJeNv
„დიონ ჩარლზი გააძევეს. სტადიონზე და ტრიბუნებზე გაურკვევლობაა და წარმოდგენა არ გვაქვს, რა მოხდა“, - დაწერა „ბოლტონმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მატჩის მიმდინარეობისას. საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში ნილდზე ბევრმა იხუმრა, ზოგმა კი გაოცება ვერ დამალა, თუ როგორ შეიძლება, მსაჯს 15 მეტრის მოშორებით მყოფი ფეხბურთელი სხვაში არეოდა.