მარსელო ბიელსა
Aa
Aa

„ძალიან ნელი გუნდი გყავთ, სწრაფი ფეხბურთელები უნდა იყიდოთ“ - ბიელსას პასუხი ევერტონს

„ევერტონი“ მთავარ მწვრთნელს ეძებს. გუშინ, „კანფეტებმა“ ფრენკ ლამპარდი გაათავისუფლეს და მისი შემცვლელის დანიშვნა უახლოეს დღეებში სურს, რათა ახალ თავკაცს გუნდის გასაცნობად და ფეხბურთელების მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდეს.

ბრიტანულ პრესაში „ლემპსის“ ჩანაცვლების მთავარ ფავორიტად მარსელო ბიელსას ასახელებენ. ეს უკანასკნელი „ლიდსში“ მუშაობდა და ინგლისურ ფეხბურთს კარგად იცნობს. Daily Mail-ის ცნობით, კლუბსა და არგენტინელ სპეციალისტს შორის კონტაქტი უკვე იყო და ბიელსამ „კანფეტებს“ შემადგენლობა დაუწუნა.

როგორც ირკვევა, მარსელომ კლუბს შეუთვალა, რომ „ევერტონი“ ძალიან ნელი გუნდია და თუ მასთან თანამშრომლობის დაწყება სურთ, ზამთარში სწრაფი ფეხბურთელები უნდა იყიდონ. თუ ბიელსა გარანტიებს ვერ მიიღებს და „ევერტონის“ მესვეურების მხრიდან კონკრეტულ ქმედებებს ვერ დაინახავს, „გუდისონ პარკზე“ გადაბარგებაზე უარს იტყვის.

შეგახსენებთ, რომ ბიელსა ბოლოს „ლიდსში“ მუშაობდა და „თეთრებს“ 2018-დან 2022 წლამდე წვრთნიდა. მანამდე იგი „ლაციოს“, „ლილის“, „ბილბაოსა“ და „ესპანიოლის თავკაცი იყო, 1998-2004 წლებში კი არგენტინის ნაკრებს წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯანო: „კვარა უბრალოდ ტოპია, ხვიჩა ფეხბურთით ცხოვრობს“
ჯანო: „კვარა უბრალოდ ტოპია, ხვიჩა ფეხბურთით ცხოვრობს“