ბუდუს ტრანსფერი
ბუდუს ტრანსფერი
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
უარი ალ ნასრის
უარი ალ ნასრის
კონატე დინამოში
კონატე დინამოში
გეგუჩაძე ზარანდიაზე
გეგუჩაძე ზარანდიაზე
ბუნდესლიგა დაბრუნდა
ბუნდესლიგა დაბრუნდა
კვარას მიღწევა
კვარას მიღწევა
გულიაშვილის ტრანსფერი
გულიაშვილის ტრანსფერი
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
კუტალიას გოლი
კუტალიას გოლი
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
სად წავა ბუდუ?
სად წავა ბუდუ?
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ცვლილებები ბათუმში
ცვლილებები ბათუმში
ფელიქსი ჩელსიში
ფელიქსი ჩელსიში
სპალეტის შეფასება
სპალეტის შეფასება
ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტები - ხვიჩა საუკეთესო ათეულშია!
Aa Aa
24 იანვარი 2023  |  14:57

ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტები - ხვიჩა საუკეთესო ათეულშია!

2022/23 წლების სეზონი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და გულშემატკივრებს რამდენიმე ფეხბურთელმა კარგი თამაშით თავი უკვე დაამახსოვრა.

მათ შორის არის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც იტალიის სერია A-ში სადებიუტო სეზონშივე შეძლო მსოფლიო სპორტული სააგენტოების ალაპარაკება. ცოტა ხნის წინ, ცნობილმა გამოცემა SportsKeeda-მ ოქროს ბურთისათვის მებრძოლი ფეხბურთელების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელიც გვხვდება. ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს.

რას წერს SPORTSKEEDA კვარაზე:

ხვიჩა კვარაცხელია, მეტსახელად - „კვარადონა“ ევროპაში 2022-23 წლების სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში საუკეთესო შედეგი გვაჩვენა. მან თავისი მომაჯადოებელი უნარებითა და სტაბილურობით როგორც გულშემატკივრები, ისე საფეხბურთო ექსპერტებიც გააოცა.

21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობამ შესაძლოა მისი შანსები შეაფერხოს, თუმცა კვარაცხელიას ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მცირე შანსები მაინც რჩება.

ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელის გარდა, ფავორიტთა ათეულში „ნაპოლის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვიქტორ ოსიმენიცაა. ნიგერიელი ფორვარდი რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს. ოსიმენისა და კვარაცხელიას გარდა, ათეულში არიან ლუკა მოდრიჩი, კევინ დე ბრუინი, ვინისიუსი, ნეიმარი, რობერტ ლევანდოვსკი, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე და ლეო მესი.

როგორც მოსალოდნელი იყო, 2023 წლის ოქროს ბურთის ნომინაციაზე გამარჯვების მთავარი კანდიდატი ლეო მესია, რომელიც 2022 წლის დეკემბერში არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ამის გარდა, 35 წლის ფეხბურთელს საკლუბო დონეზეც შესანიშნავი სეზონი აქვს. პსჟ-ის მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში მესიმ 13 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა