მილანი, რომა, ნიკოლო ძანიოლო
Aa
Aa

25 მილიონი - მილანი ძანიოლოს უმიზნებს

იტალიელი გავლენიანი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „მილანი“ ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებას ცდილობს. „რომას“ ფეხბურთელის გადაბირებას არაერთი გუნდი ცდილობს, მაგრამ „როსონერი“ ქმედით ნაბიჯებს დგამს.

დღემდე მისი შეძენა იჯარის წესით სურდათ და პიოლის გუნდი მზად არის კონტრაქტში გამოსყიდვის უფლება ჩადოს. „მილანს“ სურს, რომ ძანიოლო მათი სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდეს და ამისთვის 25 მილიონ ევროს იხდის.

დი მარციოს თქმით, დღეს ფეხბურთელი და „მილანის“ წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრეს. ჯერი ახლა „რომაზეა“. არ არის გამორიცხული, რომ „ჯალოროსის“ 25 მილიონი ევრო არ ეყოს.

ტრანსფერს რეალურს ისიც ხდის, რომ დღეს ჰაკი ზიეჩი „რომას“ დაუკავშირეს. ლონდონის „ჩელსიმ“ მაროკოელი გარემარბი ტრანსფერზე დააყენა და მოურინიოს მისი შეძენა პირადად სურს. აქედან გამომდინარე, ძანიოლოს წასვლის შემთხვევაში „ჯალოროსის“ გეგმა B ნამდვილად აქვს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო დედაქალაქურ კლუბს 2018 წელს შეუერთდა და კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება. 2018 წლიდან დღემდე ძანიოლომ „რომას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 128-ჯერ მოირგო, 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე ბრაზილიის ნაკრებში? - მოლაპარაკებაში რონალდოა ჩართული
ენრიკე ბრაზილიის ნაკრებში? - მოლაპარაკებაში რონალდოა ჩართული