კონორ მაკგრეგორი, ჟოზე ალდო
Aa
Aa

მაკგრეგორის ხუმრობა - ალდოს წითელი ფერის საცვალი აჩუქა

UFC 197-მდე გამართულ პრესკონფერენციაზე, კონორ მაკგრეგორმა დაუვიწყარი ფრაზა გვაჩუქა და MMA-ის გულშემატკივრებს შორის „წითელი ფერის საცვლების საღამო“ დაამკვიდრა. ირლანდიელი მებრძოლის მიხედვით, მასთან ჩხუბს ნებისმიერი მებრძოლის ცხოვრების შეცვლა და გამდიდრება შეუძლია. გამომდინარე აქედან, კონორის მეტოქეებისთვის მასთან ბრძოლა განსაკუთრებული მოვლენაა და მათი მეუღლეები ან საყვარელი ადამიანები ამ დღეს წითელი ფერის საცვლების ჩაცმით აღნიშნავენ.

ახლახან, ეს ფრაზა აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა, რაც ლეგენდარულ ჟოზე ალდოს უკავშირდება. ბრაზილიელმა Mma Junkie-ის ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ UFC 200-ის დაწყებამდე, ირლანდიელისგან უცნაური საჩუქარი მიიღო.

„მახსოვს, ლას ვეგასში მდებარე სასტუმროში ვიყავით და ჩვენი ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ეს ის საღამოა, როცა ფრენკი ედგარი დავამარცხე და კონორმა წითელი ფერის საცვალი გამომიგზავნა. მაკგრეგორს კარგი ხუმრობა გამოუვიდა. საცვლისთვის არაფერი მიქნია და შეიძლება, ერთ დღეს მოვახერხო და ჩემი მეუღლე მის ჩაცმაზე დავიყოლიო“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის ყოფილი მეტოქე UFC-ის ლეგენდებს შეუერთდება და 2023 წლის ბოლოს, UFC-ის დიდების დარბაზში შეიყვანენ. ეს ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგ შოუს დავდგამთ“ - გიგა ჭიკაძემ მაქს ჰოლოუეი გამოიწვია
„კარგ შოუს დავდგამთ“ - გიგა ჭიკაძემ მაქს ჰოლოუეი გამოიწვია