ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლელე ადანი
Aa
Aa

„ვინ ვარჯიშობდა ხვიჩას გასანეიტრალებლად?“ - კვარას გოლის ანალიზი

იტალიური ფეხბურთის ანალიტიკოსმა ლელე ადანიმ, რომელმაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში 2000-04 წლებში 5 მატჩი ჩაატარა, Twitch-ის არხ Bobo TV-ში საუბრისას „იუვენტუსი“ მწვავედ გააკრიტიკა. მისი აზრით, ბოლო 1,5-წლიან პერიოდში ტურინულ კლუბს პროგრესი არ უჩვენებია, გუნდის ფორმირების კუთხით ახალი არაფერი შეუქმნია. ადანის მოსაზრება „ნაპოლი“ - „იუვენტუსის“ მატჩზე, რომელიც „პარტონოპეიმ“ „დიეგო მარადონაზე“ 5:1 მოიგო:

„გასული წლის შემდეგ კლუბი უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც „იუვენტუსს“ ჰყავს. ფეხბურთელების გათვალისწინებით, ჩემთვის „იუვენტუსი“ ყველაზე ძლიერი გუნდია სერია ა-ში.

გასული სეზონის შემდეგ საჭირო იყო განსხვავებული სიგნალი. რეალურად, ბოლო 1,5-წლიან პერიოდში „იუვენტუსს“ ახალი არაფერი აუშენებია. „ნაპოლისთან“ მატჩში ტურინული გუნდის პერფორმანსის მაგალითი მეორე გოლის ეპიზოდია, როცა კვარაცხელიამ გაიტანა. ვინ მეურვეობდა ქართველს? რატომ მისცა ბრემერმა ოსიმენს მოტყუების შესაძლებლობა? ოსიმენს, რომელიც ღმერთის რისხვაა.  რას აკეთებდა დანილო? ის უნდა ყოფილიყო ოსიმენთან თუ კვარაცხელიასთან ახლოს? რადგან დანილო ოსიმენზე თამაშს ცდილობდა, მაშინ მეხუთე ნახევარმცველი (იგულისხმება კიეზა) კვარაცხელიასთან ახლოს უნდა ყოფილიყო, თუმცა ნაცვლად ამისა, ის იქ არ იყო.

ამ კვირის განმავლობაში ვინ ვარჯიშობდა და ემზადებოდა ხვიჩას გასანეიტრალებლად? ეს ხომ მე არ ვყოფილვარ, რაღაც სხვაზე ვიყავი კონცენტრირებული“.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ შინ „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემმოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პერესი მზადაა სიგიჟე ჩაიდინოს“ - რეალი კვარას და ოსიმენს უმიზნებს
„პერესი მზადაა სიგიჟე ჩაიდინოს“ - რეალი კვარას და ოსიმენს უმიზნებს