იუვენტუსი, ნაპოლი
Aa
Aa

დანილო: “ფსიქოლოგიური პრობლემები არ გვაქვს“

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ ტურინის „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა. ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი შეასრულა და პირველი გოლის დროს შეტევაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ბიანკონერის“ მცველმა დანილომ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა დანილომ?

„აქამდე საუკეთესო ფორმაში არ ვიყავით, მაგრამ უსარგებლო გუნდი არც ახლა ვართ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავის გვჯეროდეს და ღირებულებები გაგვაჩნდეს. გასახდელს გარეთ, ხალხი რას იტყვის ჩვენზე არ უნდა იმოქმედოს. აღარ მინდა იმის მოსმენა, რომ „იუვენტუსს“ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ სახის პრობლემები არ გვაქვს. უბრალოდ ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და „ნაპოლისთან“ წაგების მიზეზი სწორედ ეს გახდა. ამ შეცდომებს კი აუცილებლად განვიხილავთ და გამოვასწორებთ. „ნაპოლის“ ფეხბურთელების ფეხები ჩვენსაზე გაცილებით სწრაფად მოძრაობდნენ. სპალეტის ძლიერი გუნდი ჰყავს.

ამ მომენტისთვის სკუდეტოზე ვერ ვიფიქრებთ, რადგან ივნისამდე ძალიან შორია. ვფიქრობ, პირველ რიგში ახლა ჩვენ სიტუაციის გამოსწორებაზე უნდა ვფიქრობთ, თუმცა „იუვენტუსი“ არის გუნდი, რომელიც ნებისმიერ დროს იბრძოლებს ჩემპიონობისთვის.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „იუვენტუსს“ 37 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. „პარტენოპეი“ კი 47 ქულით სერია ა-ს ერთპიროვნული ლიდერია.

ხვიჩას ყველა მომენტი „იუვენტუსთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Calciomercato: კვარა ანადგურებს იმას, რაც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო
Calciomercato: კვარა ანადგურებს იმას, რაც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო