ხვიჩა კვარაცხელია, ფლორენტინო პერესი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„პერესი მზადაა სიგიჟე ჩაიდინოს“ - რეალი კვარას და ოსიმენს უმიზნებს

„ნაპოლი“ „იუვენტუსის“ მატჩმა ევროპაში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. განსაკუთრებით კი კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის მაქებარი სტატიები იწერება.

დღეს, ესპანურმა fichajes-მა საინტერესო სტატია დაწერა, სადაც ვკითხულობთ, რომ „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ხვიჩასა და ოსიმენის შეძენაზე ფიქრობს.

„ნაპოლი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი სენსაციაა. ლუჩიანო სპალეტის ხელმძღვანელობით გუნდი 47 ქულით სერია A-ს ლიდერობს, ცხრილში მეორე ადგილოსანს 10 ქულით უსწრებს. მათი ამჟამინდელი სათამაშო ფორმისა და დონის მიზეზი მათი 2 შემტევი ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან.

ქართველი გარემარბი და ნიგერიელი ცენტრფორვარდი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ შემტევ წყვილად იქცნენ. პირველმა 20 მატჩში 9 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა, მეორეს კი 17 მატჩში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

ეჭვგარეშეა, რომ წინა ხაზში მათი თამაშის წყალობით, ნაპოლი იტალიიის ჩემპიონატს ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში კანდიდატია იმისა, რომ ტურნირზე „შავი ცხენი" გახდეს.

ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ამბებმა ევროპის რამდენიმე მსხვილი კლუბის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის მადრიდის რეალის. ფლორენტინო პერესი ორივე მათგანით აღფრთოვანებულია, თან იმ დონემდე, რომ მზად იქნება რაიმე სიგიჟე ჩაიდინოს, რათა მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას ორივე მათგანი ხელში ჩაიგდოს.

რეალს ფლანგების გაძლიერება სჭირდება. აზარისა და ასენსიოს დღეები დათვლილია. გუნდს ასევე ცენტრფორვარდიც სჭირდება. გუნდს გრძელვადიან პერსპექტივაში ბენზემას შემცვლელი არ ჰყავს.

პრობლემა ის არის, რომ ორივეს გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს (ოსიმენს 2025 წლამდე და კვარაცხელიას 2027 წლამდე) და ნაპოლი მათ მხოლოდ დიდი თანხის სანაცვლოდ შეელევა, რომელიც 200 მილიონ ევროს აჭარბებს. ფლორენტინო პერესს ისინი სამომავლო გეგმებში ჰყავს“.

- წერს ესპანური გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა ასპექტში ძლიერი ფეხბურთელია“ - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო
„ყველა ასპექტში ძლიერი ფეხბურთელია“ - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო