მანჯუკიჩი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს
Aa
Aa

მანჯუკიჩი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი, კარიერას სავარაუდოდ იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს.

"Sky italia"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი ტურინელთა რიგებს ძალიან მალე შეუერთდება. „ბიანკონერის“ ხელმძღვანელები, კარლოს ტევესის წასვლას ელოდებიან და მანჯუკიჩს სწორედ არგენტინელის შემცვლელად მოიაზრებენ.

როგორც ჩანს, გუშინ საღამოს, „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწია და სავარაუდოდ ტრანსფერი ძალიან მალე განხორციელდება. მანჯუკიჩის სანაცვლოდ, „იუვენტუსი“ 15 მილიონ ევროს გადაიხდის, კონტრაქტი კი 2019 წლამდე გაფორმდება.

მარიო მანძუკიჩმა, „პრიმერადივიზიონის“ გასულ სეზონში, 28 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 12 გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები