რომან დოლიძე, მარვინ ვეტორი
Aa
Aa

„ჩვენი მეგობრობა მაშინ დასრულდა, როცა ჩემთან ჩხუბს დათანხმდა“ - ვეტორი დოლიძეზე

UFC-ის ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის მომდევნო მეტოქემ, მარვინ ვეტორიმ „კავკასიელზე“ ისაუბრა. იტალიელმა განაცხადა, რომ გასამარჯვებლად ემზადება და მისი არსენალი ყოველდღიურად ძლიერდება.

„ჩემი მიზანია, ზედიზედ რამდენიმე ბრძოლა მოვიგო და აღზევების გზაზე მყოფი მებრძოლები დავამარცხო. სერიოზულ პროგრესს მივაღწიე და ჩემი არსენალი ყოველდღიურად იზრდება. უფრო სრულყოფილი მებრძოლი ვხდები და სატიტულო ბრძოლა მხოლოდ დროის ამბავია. რომანი ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია და კარგი ჩხუბი გველოდება. გამარჯვებას მოვიპოვებ და საჩემპიონო ბრძოლას დავიმსახურებ.

მე და რომანი მეგობრები ვიყავით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრძოლას დათანხმდა, შეუძლებელია, ისევ მეგობრები ვიყოთ. საერთო მეგობრებიც გვყავს, მაგრამ რაცაა, ესაა. შეიძლება, ბრძოლის შემდეგ, ვითარება შეიცვალოს, მაგრამ ახლა ასეთი მდგომარეობა გვაქვს“.

შეგახსენებთ, რომ ვეტორის კარიერაში 25 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 გამარჯვებაა. იტალიელს ისეთ მებრძოლებთან ჩხუბის გამოცდილება აქვს, როგორიც რობერტ უიტეკერი, პაულო კოსტა, ისრაელ ადესანია, კევინ ჰოლანდი და ჯეკ ჰერმანსონი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფლიქტი პსჟ-სთან? - პარიზელებმა მესის შესაძლოა პატივი არ მიაგონ
კონფლიქტი პსჟ-სთან? - პარიზელებმა მესის შესაძლოა პატივი არ მიაგონ