სოლიდარობა თანაგუნდელს - ბრისტოლის ფეხბურთელთა და მწვრთნელთა მაგარი ჟესტი
Aa
Aa

სოლიდარობა თანაგუნდელს - ბრისტოლის ფეხბურთელთა და მწვრთნელთა მაგარი ჟესტი

ინგლისის რანგით მე-3 დივიზიონში, ლიგა 1-ში მოასპარეზე „ბრისტოლ როვერსის“ ფეხბურთელი, ნიკ ანდერტონი ძვლის სიმსივნეს ებრძვის და გუნდს დროებით ვერ ეხმარება. მისმა თანაგუნდელებმა, კლუბში მომუშავე პერსონალმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა გადაწყვიტეს, მას მხარი დაუჭირონ და 16 იანვარს, ყველა მათგანი თავს გადაიპარსავს.

ნიკი 16-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს და 16 იანვარი სიმბოლურად შეირჩა. ამასთან, ისინი ესტუმრებიან დალაქს, რომელიც არა „ბრისტოლ როვერსის“, არამედ მისი მთავარი მტრის, „ბრისტოლ სიტის“ გულშემატკივარია და ამით დაამტკიცებენ, რომ არის რაღაცები, რაც ყველას აერთიანებს.

„ჩვენ ნიკს ყოველთვის მხარს ვუჭერდით. მისი ცხოვრება ერთ წამში თავდაყირა დადგა და ეს ერთ-ერთი გზაა, რათა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცნობადობა გავზარდოთ და პარალელურად, მის დასახმარებლად საჭირო თანხა შევაგროვოთ. ზოგიერთ ჩვენგანს სხვებზე ნაკლები თმა აქვს და დარწმუნებული ვარ, ნიკი მოუთმენლად ელოდება, თანაგუნდელებსა და მთავარ მწვრთნელს თმის გარეშე როდის იხილავს“, - განაცხადა „ბრისტოლ როვერსის“ კაპიტანმა, პოლ კოუტსმა.

სხვათა შორის, ინგლისურმა კლუბმა თავის გულშემატკივრებსა და ფეხბურთის ქომაგებსაც მოუწოდა, რომ სოლიდარობის ნიშნად, თავი მათაც გადაიპარსონ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„2 თვე საჭმელს ვპარავდი“ - პაულო კოსტა მერაბზე
„2 თვე საჭმელს ვპარავდი“ - პაულო კოსტა მერაბზე