ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

„ზიდანმა იცის, რომ მას უდიდეს პატივს ვცემ“ - ლე გრემ ბოდიში მოიხადა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიში მოიხადა. ლე გრემ ცნობილ სააგენტოს, AFP-ს პრეს-რელიზი გაუგზავნა და აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა.

„მინდა, ბოდიში მოვიხადო ჩემი განცხადებების გამო, რომლებიც აბსოლუტურად არ ასახავენ ჩემს მოსაზრებებს და არაფერს ამბობენ ჩემს დამოკიდებულებაზე იმის მიმართ თუ როგორი ფეხბურთელი იყო ზიდანი და როგორ მთავარ მწვრთნელად ჩამოყალიბდა. RMC-ის ინტერვიუ მივეცი, რომელიც არ უნდა მიმეცა, რადგან მისი მიმდინარეობისას, ცდილობდნენ, სკანდალი შეექმნათ და ფრანგული ფეხბურთის ორი მონუმენტური ფიგურა, ზინედინ ზიდანი და დიდიე დეშამი ერთმანეთის წინააღმდეგ დაეყენებინათ.

ვაღიარებ, რომ უხერხული განცხადებები გავაკეთე, რომლებმაც გაუგებრობა გამოიწვია. ზინედინ ზიდანმა იცის, რომ, როგორც მე, ისე ფრანგი ერი მის მიმართ უდიდესი პატივისცემით ვართ განწყობილი“.

რა თქვა ლე გრემ ზიდანზე

„ზიდანი ბრაზილიის ნაკრებში? არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, გამიკვირდება, ეს რომ მოხდეს. ზიდანი იმას აკეთებს, რაც უნდა და ეს ჩემი საქმე არაა. მას არასდროს შევხვედრილვარ და დიდიეს გაშვება დღის წესრიგში არასდროს ყოფილა. ზოგიერთი ჟურნალისტი რაღაცებს იგონებს, რადგან მათ ინფორმაცია არაფერზე აქვთ და ურჩევნიათ, ცუდზე ისაუბრონ, ვიდრე კარგზე. ცდილობდა თუ არა ზიდანი ჩემთან დაკავშირებას? რა თქმა უნდა არა! რომ დაერეკა, ყურმილსაც არ ავიღებდი. მისთვის სპეციალური კონკურსი მოვაწყოთ, რათა კლუბი ან ნაკრები იპოვოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას შეუძლია პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს“ - ესპანური მედია მამარდაზე
„მას შეუძლია პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს“ - ესპანური მედია მამარდაზე