ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, ჯეკ ჰენდრი
Aa
Aa

იუვესთან ლოჩოშვილის გარეშე? - Sky Sport-ი უპირატესობას ჰენდრის ანიჭებს

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში „კრემონეზე“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. იტალიურმა Sky Sport-მა „კრემონეზეს“ სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილი არ შეიყვანა, მოცემულ სიაში მის ადგილს შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მცველი ჯეკ ჰენდრი იკავებს, თუმცა Sky Sport-ი ასევე აღნიშნავს: „ერთადერთი ცვლილება, რაც შეიძლება მოხდეს, ჰენდრის ნაცვლად ლოჩოშვილმა ითამაშოს“.

ჰენდრი „ბრიუგეს“ საკუთრებაა, ბელგიურმა კლუბმა მიმდინარე სეზონის საწყის ეტაპზე „კრემონეზეში“ გაანათხოვრა, სეზონის პირველ ნახევარში განაცხადში 13-დან მხოლოდ 7 შეხვედრაში მოხვდა, მხოლოდ სამ მატჩში ითამაშა, სასტარტოში კი მხოლოდ ორჯერ იასპარეზა. მისი უთამაშებლობა სამი მიზეზითაა განპირობებული, იტალიურ კლუბს სერია ა-ს რამდენიმე ტურის შემდეგ შეუერთდა, ტრავმა აწუხებდა და „კრემონეზეს“ დაცვის ხაზში დიდი კონკურენციაა.

შოტლანდიელის მცირე სათამაშო დროიდან გამომდინარე უცნაურია, იტალიურმა Sky Sport-მა ლოჩოშვილი სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაში რატომ არ შეიყვანა, რადგან ლუკამ სერია ა-ს 14-დან 12 შეხვედრაში ითამაშა, 12-ვე მატჩი სასტარტოდან დაიწყო. რაც შეეხება გამოტოვებულ ორ შეხვედრას, „ტორინოსთან“ ტრავმის გამო არ ათამაშეს, „მილანთან“ ფრედ დასრულებულ შეხვედრაში კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი 2022 წლის ზაფხულში „ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ 1.6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

15 ტურის შემდეგ „კრემონეზეს“ ანგარიშზე 7 ქულაა, გუნდს გამარჯვება არ მოუპოვებია და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილს იკავებს, უშუალო კონკურენტ „სპეციას“ 6 ქულით ჩამორჩება.

„კრემონეზე“ - „იუვენტუსის“ დაპირისპირება 4 იანვარს, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი პაპავა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
გიორგი პაპავა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს