ბარსელონა, პსჟ, კილიან მბაპე, უსმან დემბელე
Aa
Aa

მბაპეს პსჟ-ში დემბელეს ხილვა სურს

როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა მას ტრანსფერებში ჩარევის უფლებაც აქვს. როგორც ჩანს, ფრანგი სუპერვარსკვლავი ამ პრივილეგიას იყენებს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, 24 წლის თავდამსხმელს „პარი სენ ჟერმენში“ უსმან დემბელეს ხილვა სურს და კლუბს მისი შეძენა სთხოვა. შეგახსენებთ, რომ მბაპე და დემბელე საკმაოდ ახლო მეგობრები არიან და ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, უსმანს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ამოეწურა და გალტიეს გუნდი მისი გადაბირებით იყო დაინტერესებული, თუმცა ჩავი ერნანდესთან კონსულტაციის შემდეგ, დემბელემ „ბლაუგრანაში“ დარჩენა გადაწყვიტა.

ასევე გეტყვით, კილიან მბაპეს მისი მეგობრის პარიზში ხილვა 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს. გამოცემა Goal სატრანსფერო ღირებულებასაც ასახელებს. ფრანგული მხარე 50 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “2023 წელს განსხვავებულ ბენზემას ვიხილავთ“
ანჩელოტი: “2023 წელს განსხვავებულ ბენზემას ვიხილავთ“