ივა გელაშვილი
Aa
Aa

ივა გელაშვილი დინამო ბათუმის რიგებში ითამაშებს

21 წლის ქართველი ფეხბურთელი, ივა გელაშვილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალ სეზონში „დინამო ბათუმის“ ღირსებას დაიცავს. Crystalsport-ის ცნობით, აჭარულ კლუბთან ყველაფერი შეთანხმებულია და გელაშვილი მათ რიგებში იანვრიდან ითამაშებს.

ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა უკანახაზელმა ბათუმელებთან კონტრაქტი გასულ ზაფხულში გააფორმა და „სიონში“ იყო განათხოვრებული. ბოლნისური კლუბი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის უმაღლეს დივიზიონს დაემშვიდობა და გელაშვილმა ადგილსამყოფელი გამოიცვალა.

შეგახსენებთ, რომ გელაშვილი პრაღის „სპარტის“ აღზრდილია და ჩეხური კლუბის 17-წლამდე, 19-წლამდე და სარეზერვო გუნდებში უთამაშია, თუმცა პირველ გუნდში ოფიციალურ მატჩში თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია. საბოლოოდ, მან „სპარტა“ დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

გელაშვილი ამპლუით ცენტრალური მცველია. მას საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. იგი „სპარტას“ 19-წლამდე გუნდის კაპიტანი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ექს-ფეხბურთელი: „ხვიჩა რიცხობრივ უპირატესობას ქმნის და ეს ბევრს არ გამოსდის“
ნაპოლის ექს-ფეხბურთელი: „ხვიჩა რიცხობრივ უპირატესობას ქმნის და ეს ბევრს არ გამოსდის“