გიორგი ხაბულიანი
Aa
Aa

კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ხაბულიანი ახალ კლუბს მალე შეუერთდება

18 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ხაბულიანი, რომელიც „ადანა დემირსპორის“ რიგებში ასპარეზობს, კარიერას ესპანეთში განაგრძობს. Crystalsport-ის ცნობით, ხაბულიანის მომდევნო კლუბი „ლევანტეა“ და იგი ვალენსიაში უახლოეს დღეებში ჩაფრინდება.

ცნობისთვის, ხაბულიანი ნიჭიერი თავდამსხმელია და „ადანა დემირსპორთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე ჰქონდა გაფორმებული. თურქულ კლუბში გადასვლამდე, იგი თბილისის „მერანისა“ და „თელავის“ ღირსებას იცავდა, 14-დან 16 წლამდე კი ესპანური „მარკეტის“ აკადემიაში ირიცხებოდა და ესპანეთში ცხოვრებისა და თამაშის გამოცდილება აქვს.

„ლევანტეს“ საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას და ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. „ასულგრანა“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციას იკავებს და ლიდერ „ლას პალმასს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ვალენსიური კლუბი მომდევნო შეხვედრას 6 იანვარს გამართავს და „ხიხონს“ დაუპირისპირდება, რომელიც 27 ქულით მე-13 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლის მთავარი იმედგაცრუებები - Sport-მა რონალდუ ათეულში შეიყვანა
წლის მთავარი იმედგაცრუებები - Sport-მა რონალდუ ათეულში შეიყვანა