ლიონელ მესი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: „ჩემგან ვერასდროს გაიგონებთ სიტყვებს, რომ მესი ყველა დროის საუკეთესოა“

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო განცხადება გააკეთა. „სამეფო კლუბის“ თავკაცმა ლიონელ მესიზე ილაპარაკა და თქვა, რომ მისგან სიტყვებს, რომ „ლა პულგა“ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ვერასდროს გავიგონებთ.

არის თუ არა მესი ყველა დროის საუკეთესო?

„რთული სათქმელია. არ ვიცი, ის ისტორიაში საუკეთესო არის თუ არა. ამის გადაჭრით თქმა უსამართლობა იქნება, რადგან თითოეულ ეპოქას თავისი განსაკუთრებული ფეხბურთელები ჰყავდა. ჩემი პირიდან სიტყვები, რომ მესი ყველა დროის საუკეთესოა, არასდროს ამოვა. ბევრ კარგ ფეხბურთელთან მიმუშავია. ყოველ დღე, ოქროს ბურთის მფლობელებს ვწვრთნი და კრუიფისა და მარადონას თამაშიც მინახავს“.

ენდრიკზე

„ენდრიკი შესანიშნავი ფეხბურთელი და ბრწყინვალე ტალანტია. კლუბმა მის ოჯახთან შეთანხმებას მიაღწია და ეს კარგი სიახლეა“.

არის თუ არა ტიკი-ტაკა მკვდარი?

„არა! ფეხბურთში შეხება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად სხვა რაღაცებიცაა საჭირო. ზოგჯერ, მხოლოდ შეხებით თამაშებს ვერ იგებ და კონტრშეტევები და სხვა კომპონენტებიც უნდა გამოიყენო“.

ბრაზილიის ნაკრებზე

„ჩემთვის არავის დაურეკავს, მაგრამ თუ ისინი დაინტერესებული არიან, ამას ძალიან ვაფასებ. ჩემი მდგომარეობა ნათელია: „აქ ვიმყოფები და რეალს არასდროს ვეტყვი, რომ ჩემი თავგადასავალი დასრულებულია“.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ მომდევნო შეხვედრას 30 დეკემბერს გამართავს და სტუმრად „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღე, როცა ოცნება რეალობად იქცა“ - Marca მამარდაზე წერს
„დღე, როცა ოცნება რეალობად იქცა“ - Marca მამარდაზე წერს