ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ბონიეკი: “ხვიჩა დიდი ტალანტია, ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი“

მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ გამორჩეული გუნდია. „პარტენოპეი“ სერია ა-ში წაგების გარეშეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ერთი მატჩი დათმო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდზე UEFA-ს ვიცე პრეზიდენტმა ზბიგნიევ ბონიეკმა ისაუბრა.

ბონიეკი:

„"სპალეტი ძალიან მომწონს. ის ყურადღებას მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს და იცის რა უნდა მოსთხოვოს გუნდს. ვფიქრობ, თუ ის სკუდეტოს მოიგებს წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას მიიღებს. „ნაპოლის“ გულშემატკივრებს შესაძლოა ცრუ რწმენები ახასიათებდეთ, მაგრამ მინდა მათ ვუთხრა, რომ „პარტენოპეი“ შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და მათ გვერდზე არავინ დგას. ასევე ვიტყვი, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია.

უეფა-ს ვიცე პრეზიდენტმა ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ-ჯეზეც ისაუბრა.

„ხვიჩას „კვარადონას“ ვეძახი. ის დიდი ტალანტია. რაც შეეხება კიმს, ის სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. თავისი ენერგიით, კონცენტრაციით და მეორე სართულზე ბრძოლის შესაძლებლობით ნამდვილად მსოფლიო დონის არის. „ნაპოლი“ ფავორიტია, მაგრამ „მილანი“ და „ინტერი“ არ უნდა დაივიწყონ.“

შეგახსენებთ, რომ 15 ტურის შემდეგ, 41 ქულით სერია ა-ს სწორედ ლუჩიანო სპალეტის გუნდი ლიდერობს. მეორე პოზიციას კი 33 ქულით სტეფანო პიოლის „მილანი“ იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანიელი: “ბოლო წლებში ყველაფერი სწორად გავაკეთე“
ანიელი: “ბოლო წლებში ყველაფერი სწორად გავაკეთე“