პელე
Aa
Aa

ოქროს კუბო პელესთვის - ჯერ ცოცხალია, მაგრამ დაკრძალვისთვის ემზადებიან

პელეს ჯანმრთელობის მდგომაროება ყოველდღიურად მძიმდება. ლეგენდარულ ყოფილ ფეხბურთელს ნაწლავის სიმსივნე აქვს, რომელიც მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მას უკვე თავისი ოჯახის წევრები ემშვიდობებიან.

დღეს კი ბრაზილიურმა მედიამ გამოაქვეყნა ოქროს კუბოს სურათი, რომელიც პელესთვის არის დამზადებული. ამ ამბავს იმხელა კრიტიკა მოყვა, რომ აღნიშნული სურათი სოციალური ქსელიდან გაქრა. Telecomisia-ს თქმით, კუბო გარედან მთლიანად ოქროთია დაფარული და ვერცხლის სახელურები აქვს.

ამავე წყაროს ცნობით, „სანტოსის“ სტადიონი სამოქალაქო პანაშვიდისთვის ემზადება. მოგეხსენებათ, ფეხბურთის ლეგენდამ კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ „სანტოსში“ გაატარა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, გულშემატკივრებს მაინც აქვთ იმედი, რომ პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინძაგი: რაც სპალეტის გუნდმა შეძლო, წარმოუდგენელია
ინძაგი: რაც სპალეტის გუნდმა შეძლო, წარმოუდგენელია