ჩელსი, კრიშტიანუ რონალდუ, ნგოლო კანტე, ალ ნასრი
Aa
Aa

რონალდუს შემდეგ კანტე? - ალ ნასრი გააქტიურდა

რამდენიმე დღის წინ, ცნობილმა ჟურნალისტმა რუდი გალეტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ალ ნასრიმ“ კრიშტიანუ რონალდუსთან შეთანხმებას მიაღწია და სულ მალე ტრანსფერი გაოფიციალურდება.

ავტორიტეტული გამოცემა GOAL არაბულ კლუბზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „ალ ნასრი“ კრიშტიანუს შემდეგ ნგოლო კანტეს გადაბირებით ინტერესდება.

მოგეხსენებათ, ფრანგი ნახევარმცველი 2023 წლის ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება და ნებისმიერ კლუბში შეეძლება გადასვლა. „ალ ნასრი“ მას ზღაპრულ პირობებს ჰპირდება და თანხმობის შემთხვევაში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი საუდის არაბეთში გააგრძელებს კარიერას.

შეგახსენებთ, რომ კანტეს საკუთარ რიგებში ხილვა კატალონიის „ბარსელონასაც“ სურს. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, სერხიო ბუსკეტსი „ბლაუგრანას“ დატოვებს და ლაპორტას ნგოლო სწორედ მის შემცვლელად უნდა.

შეგახსენებთ, რომ „ალ ნასრი“ კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტს 2025 წლის ჩათვლით სთავაზობს და მისი ანაზღაურება წლიურად 200 მილიონი ევრო იქნება. ასეთი ხელფასი არასდროს არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოპი: „მესი უდიადესია მათ შორის, ვინც საკუთარი თვალით მინახავს“
კლოპი: „მესი უდიადესია მათ შორის, ვინც საკუთარი თვალით მინახავს“