იურგენ კლოპი, ლიონელ მესი
Aa
Aa

კლოპი: „მესი უდიადესია მათ შორის, ვინც საკუთარი თვალით მინახავს“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ლიონელ მესიზე ისაუბრა. მერსისაიდელთა თავკაცი არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ლა პულგა“ უდიადესი ფეხბურთელია მათ შორის, ვინც საკუთარი თვალით უნახავს.

„არგენტინას გამარჯვებას ვულოცავ, ემილიანო მარტინესზე კი სათქმელი არაფერი მაქვს. ალბისელესტემ ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა. რთული მატჩი გამოვიდა. მე-80 წუთის შემდეგ, საუკეთესო ფინალი იყო, რომელიც საკუთარი თვალით მინახავს და ნამდვილად განსაკუთრებულ შეხვედრაზე გვაქვს საუბარი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არგენტინამ დამსახურებულად მოიგო. მათი ზეიმის ნახვის შემდეგ ფიქრობ, რომ ჩვენთვის რთულ მომენტში, იმარჯვა ქვეყანამ, რომელსაც უნდა მოეგო. მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ და ისინი ამას დიდი ხანი ელოდნენ.

ლიონელ მესი უდიადესი ფეხბურთელია მათ შორის, ვინც საკუთარი თვალით მინახავს. ამ ასაკში მის მიერ ნაჩვენები თამაში გვიქმნის წარმოდგენას თუ რამდენი ხნის განმავლობაში შეუძლიათ, ფეხბურთელებს უმაღლეს დონეზე ასპარეზობა და მისი თამაშის ხილვა სასიხარულოა“.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მესი საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც მის კლუბს 41 ქულა აქვს და ლიგა 1-ს 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 28 დეკემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „სტრასბურს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსისა და ურუგვაის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
იუვენტუსისა და ურუგვაის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა