ვილი სანიოლი, ლუკა პარკაძე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ხვიჩას გარდა ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს“ - სანიოლის ინტერვიუ გაძეტასთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იტალიურ „გაძეტასთან“ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებსა და მის პერსპექტივაზე ისაუბრა. ვილის თქმით, საქართველოში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა. მათ შორისაა ლუკა პარკაძე, რომელმაც მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააფორმა და გერმანულ კლუბს 2023 წლის ზაფხულში შეუერთდება.

სანიოლი:„მოთამაშის „აფეთქებას“ ბევრი ფაქტორი განაპირობებს: კლუბი, მწვრთნელი და თუ რამდენად დიდია შანსი, რომელსაც მოცემულ მომენტში ნიჭიერ მოთამაშეს აძლევენ. ხვიჩა კვარაცხელიას გარდა ქართულ ფეხბურთს ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ჰყავს, მათ შორისაა ლუკა პარკაძე, რომელსაც მალე მიუნხენის „ბაიერნის“ აკადემიაში ვიხილავთ. მას დიდი ტალანტი აქვს, თუმცა წარმატებისთვის ბევრი შრომა მოუწევს. გარდა ამისა, 20-21 წლის არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელია, მათ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის პოტენციალი აქვთ“.

ვილი სანიოლმა 2022 წელს ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების წარმატებულ გამოსვლაზე ისაუბრა (საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა): „პირველი ადგილი გადაჭრით მოსალოდნელი არ იყო, რადგან ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას კარგი გუნდები ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინეთ, რამაც ნათელი გახადა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები პროგრესირებენ“.

ვილი სანიოლის თქმით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა ევროშესარჩევის გზით ძნელი იქნება.

„ჯგუფის ყველაზე ძლიერი ნაკრები ესპანეთია. არ ვიცი, რამდენად შევძლებთ, თუმცა ველით, რომ მეორე ადგილზე გასვლის შანსი გვექნება და ფლეი-ოფში ვითამაშებთ. არ ვიცი, რამდენად მოვახერხებთ, მაგრამ ეს საქართველოსთვის დიდი მომენტი იქნება“.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, ნორვეგია, შოტლანდია და კვიპროსი იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა, ჰოლანდი, მანე, ლევანდოვსკი და სხვები - 2022 წლის ტოპ 10 ტრანსფერი
ხვიჩა, ჰოლანდი, მანე, ლევანდოვსკი და სხვები - 2022 წლის ტოპ 10 ტრანსფერი