ლიონელ მესი, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„სანაკრებო კარიერის დასრულებას არ ვაპირებ“ - მესი ფინალის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 მორჩა, დამატებით ტაიმებში გუნდებმა ერთმანეთის კარში თითო-თითო ბურთი გაიტანეს, საბოლოოდ კი თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც უფრო ძლიერი ლიონელ სკალონის გუნდი აღმოჩნდა და შესაბამისად, არგენტინამ ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ განვლილი მატჩი შეაფასა და ჩემპიონობისგან გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრა.

რა თქვა მესიმ:

საოცარია, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ძალიან მინდოდა გამარჯვება. ვიცოდი, რომ ღმერთი ამის შესაძლებლობას მომცემდა, ამის განცდა მქონდა. ახლა კი დროა გამარჯვება ვიზეიმოთ.

ეს არის დიდი ხნის ნანატრი თასი და აი, შეხედეთ რა სიმპათიურია! ბევრი სირთულის გავლა მოგვიწია, მაგრამ ეს შევძელით.

ერთი სული მაქვს არგენტინაში როდის დავბრუნდებით, წარმომიდგენია, რა სიგიჟე დაგვხვდება.

რაც შეეხება კარიერის დასრულებას, ამას არ ვაპირებ. მინდა ახლა მსოფლიო ჩემპიონის რანგში ვითამაშო.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის სუპერვარსკვლავი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირადაც დასახელდა. აქვე გეტყვით, რომ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ისტორიული მომენტია, ისიამოვნეთ“ - სკალონის და ფეხბურთელების კომენტარები
„ეს ისტორიული მომენტია, ისიამოვნეთ“ - სკალონის და ფეხბურთელების კომენტარები