Aa
Aa

"რომას" კვადრადოც მოუნდა

იტალიურმა „რომამ“ მოჰამედ სალაჰის შემცვლელს ვერა და ვერ მიაგნო. კლუბი კვლავაც ვინგერის ძიებაშია და არაერთი გვარის მოსმენის შემდეგ, ეგვიპტელის შესაძლო შემცვლელად ახალი ვარიანტი გამოჩნდა.

საქმე „იუვენტუსის“ კოლუმბიელ შემტევ ხუან მანუელ კვადრადოს ეხება, რომელსაც „იუვეში“ რამდენიმე უძლიერესი კონკურენტი მიუყვანეს და წესით, ტურინის დატოვების წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

„ჯალოროსი“ ამ ტრანსფერზე მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში აპირებს.

კვადრადოს „იუვენტუსი“ 30 მილიონ ევროდ აფასებს.

დავამატოთ ისიც, რომ Calcio Mercato-ს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომაელები ხუან მატას შეძენაზეც ფიქრობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები