უკვე ოფიციალურად: ნეიმარი
Aa
Aa

უკვე ოფიციალურად: ნეიმარი "პსჟ"-ში - "ბარსა" კი მეგატრანსფერს ამზადებს!

რამდენიმე წუთის წინ, "ბარსელონას" ოფიციალურმა ვებ გვერდმა ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით წარმოქმნილ დაბრკოლებაზე განცხადება გააკეთა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

"ხუთშაბათს საღამოს, კლუბის ოფისში ნეიმარის კანონიერი წარმომადგენლები პირადად მოვიდნენ და მისი სახელით 222 მილიონი ევრო გადაიხადეს იმისთვის, რომ კონტრაქტი ცალმხრივად გაეწყვიტათ."

" "ბარსელონა" ზემოთ ხსენებული ოპერაციის დეტალებს UEFA-ს გადაუგზავნის და შესაძლო დისციპლინარული ზომების შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ ისინი მიიღებენ.". - ნათქვამია განცხადებაში.

ამ საღამოს, კიდევ ერთი ინფორმაციაც გავრცელდა. ფრანგულმა lequipe-მა დაწერა, რომ "ბარსა" კილიან მბაპეს კანდიდატურას პირველ ადგილას აყენებს და ახალგარზდა შემტევის გაფორმებას უახლოეს დღეებში შეეცდება. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ twitter-ში დადასტურდა. როგორც წყარო წერს, "ბარსელონა" მბაპესთან მოლაპარაკებებს, უკვე 48 საათია რაც აწარმოებს.

"მონაკომ" მბაპე 180 მილიონ ევროდ შეაფასა და მადრიდის "რეალი" უარით გაისტუმრა. როგორც პრესაში დაიწერა, მადრიდელებმა 18 წლის ტალანტს ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი ვერ შესთავაზეს და უარიც სწორედ ამან განაპირობა.

როგორც ხედავთ დიდი შანსია, რომ ნეიმარის ხმაურიანი წასვლის შემდეგ, "ბლაუგრანამ" არანაკლებ ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები