ინგლისი, საფრანგეთი, ჰარი მაგუაერი
Aa
Aa

მაგუაერი: “მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა“

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისი უმძიმეს ბრძოლაში საფრანგეთთან 1:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „სამი ლომის“ ცენტრალურმა მცველმა ჰარი მაგუერმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მაგუაერმა?

„ვფიქრობ, მსაჯი მთელი მატჩს განმავლობაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. ფეხბურთელები ყოველთვის კრიტიკის ქვეშ ვართ. კარგი იქნება გამოვიდეს ის და საჯაროდ ისაუბროს, თუ რამდენი შეცდომა დაუშვა. პირველ ტაიმში საფრანგეთმა დაახლოებით 6-ჯერ დაარღვია თამაშის წესი, მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმდა.

ვფიქრობ, კეინი საჯარიმოს გარეთ იყო, მაგრამ ჯარიმა ნამდვილად უნდა დანიშნულიყო. საკას მომენტამდე უნდა დანიშნულიყო პენალტი და ანგარიში სწორედ მაშინ გათანაბრდებოდა. ბუკაიოზე კი თვალი ვეღარ დახუჭა. არსებობს დიდი მომენტები და დიდი გადაწყვეტილებები. ფიქრობ, რომ მსაჯი სწორად განსჯის ეპიზოდს, მაგრამ დღეს ასე არ მოხდა.“

შეგახსენებთ, რომ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ნახევარფინალში მაროკოს დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად პორტუგალიის ნაკრები გამოთიშა ასპარეზობას. აღნიშნული მატჩი 14 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ამ ტვირთით მომიწევს ცხოვრება“ - კეინი გაფუჭებულ პენალტზე
“ამ ტვირთით მომიწევს ცხოვრება“ - კეინი გაფუჭებულ პენალტზე