ინგლისი, საფრანგეთი, ჰარი კეინი
Aa
Aa

“ამ ტვირთით მომიწევს ცხოვრება“ - კეინი გაფუჭებულ პენალტზე

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა ინგლისი 2:1 დაამარცხა. „სამ ლომს“ ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა ჰარი კეინმა პენალტი ვერ გამოიყენა. „ტოტენჰემის“ თავდამსხმელის დარტყმა კარს ზემოდან გადასცდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჰარი არაერთმა ფეხბურთელმა გაამხნევა. საინტერესოა რა თქვა თავად კეინმა.

კეინი:

„რა თქმა უნდა, ეს არის ის ტვირთი, რითიც ცხოვრება მომიწევს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთმანეთით უნდა ვიამაყოთ. ინგლისს შესანიშნავი ნაკრები ჰყავს და მომავლისთვის კარგი საფუძველი არის ჩაყრილი. გაფუჭებულ პენალტს მომზადებას ან თავდაჯერებულობას ვერ დავაბრალებ.

მე საკმაოდ თავდაჯერებული ვიყავი, უბრალოდ ვერ დავარტყი კარგად. რა თქმა უნდა, ეს წაგება ჩემთვის და გუნდისთვის ძალიან მძიმეა. შემდეგ ეტაპზე გასვლის შესანიშნავი შანსი გვქონდა, მაგრამ ასეთ დროს გამარჯვებულის ბედს დეტალები წყვეტს. როგორც კაპიტანი და პენალტის გამფუჭებელი პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.“

შეგახსენებთ, რომ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ნახევარფინალში მაროკოს დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად პორტუგალიის ნაკრები გამოთიშა ასპარეზობას. აღნიშნული მატჩი 14 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილება - პიმბლეტმა გორდონი დაამარცხა
მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილება - პიმბლეტმა გორდონი დაამარცხა