ინგლისი, საფრანგეთი, ჰარი კეინი, გარეთ საუთგეიტი
Aa
Aa

საუთგეიტი: “კეინის გარეშე მეოთხედფინალში არ ვიქნებოდით“

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება გაიმართა. საფრანგეთი ინგლისს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „სამი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა საუთგეიტმა?

„ჩვენმა ფეხბურთმა გაცილებით მეტი დაიმსახურა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მხოლოდ გოლების რაოდენობაა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ მეტის გაკეთება აღარ შეეძლოთ. მათ მართლაც ძალიან კარგად ითამაშეს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ.

თამაშის დეტალებზე ყურადღების გამახვილება ახლა უაზრობა იქნება. მინდა, რომ მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე ვისაუბრო და საფრანგეთს გამარჯვება მივულოცო. პირადად კეინს ვერაფერს დავაბრალებ. ჩვენ ვიგებთ და ვაგებთ, როგორც ერთი გუნდი. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ჰარის გარეშე მეოთხედფინალში ვერ გავიდოდით.“

შეგახსენებთ, რომ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ნახევარფინალში მაროკოს დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად პორტუგალიის ნაკრები გამოთიშა ასპარეზობას. აღნიშნული მატჩი 14 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თავი ასწიე“ - რუნიმ კეინი გაამხნევა
“თავი ასწიე“ - რუნიმ კეინი გაამხნევა