სამუელ ეტოო
Aa
Aa

„შეურაცხყოფა მომაყენეს და თაღლითობაში დამადანაშაულეს“ - ეტოოს განმარტება ინციდენტზე

გუშინ, სამუელ ეტო’ოსა და ერთ-ერთი იუთუბერის ინციდენტის კადრებმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ვეტერანი კამერუნელი ფეხბურთელი იუთუბერს ფიზიკურად გაუსწორდა და რომ არა გამშველებლები, არავინ იცის ეს ინციდენტი როგორ დასრულდებოდა.

ეტო’ოს დღეს დაპირისპირებასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუწია და ბოდიშიც მოიხადა.

 

რა თქვა ეტო’ომ:

 

 

უსიამოვნო დაპირისპირება მქონდა მამაკაცთან, რომელიც სავარაუდოდ ალჟირიდან იყო. მსურს ბოდიში მოვუხადო, მოთმინება დავკარგე, რაც ჩემს პიროვნებას არ შეეფერება.

 

 

შეურაცხყოფა მომაყენეს და თაღლითობაში დამადანაშაულეს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. ამავე მიზეზით, ტურნირის მიმდინარეობისას არაერთ კამერუნელ გულშემატკივარსაც მიაყენეს შეურაცხყოფა. ერთ რამეს ნამდვილად გპირდებით, გავაგრძელებ ბრძოლას ალჟირელი ფანების ყოველდღიური პროვოკაციებისა და შევიწროების წინააღმდეგ.

 

არ ვამტკიცებ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ალჟირის დამარცხება სასტიკი იყო, მაგრამ ის სრულად შეესაბამებოდა წესებსა და სპორტულ ეთიკას.

მოვუწოდებ ალჟირის ხელისუფლებას და ფეხბურთის ფედერაციას, ყველაფერი გააკეთონ კონფლიქტის დასასრულებლად და სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

ალჟირის ნაკრების გულშემატკივრებს ვუსურვებ სიმშვიდის პოვნას და მარცხისგან გამოწვეული იმედგაცრუებისგან დაძლევას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში კამერუნისა და ალჟირის ნაკრებების შეხვედრა ორი მატჩის ჯამში 2:2 დასრულდა, თუმცა მუნდიალზე თამაშის უფლება კამერუნმა სტუმრად გატანილი ბურთების წყალობით მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ - რამოსმა ესპანელები გაამხნევა
„უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ - რამოსმა ესპანელები გაამხნევა