ასტონ ვილა
Aa
Aa

ფელიქსი ასტონ ვილაში? - მოლაპარაკებები დაწყებულია

პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევი, ჟოაო ფელიქსი ახალი სეზონიდან შესაძლოა „ასტონ ვილაში“ ვიხილოთ.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, „როხიბლანკოსის“ აღმასრულებელი დირექტორი, მიგელ ანხელ ხილ მარინი 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ დროისთვის, ბირმინგემელები ფელიქსისთვის ბრძოლაში ლიდერები არიან.

თავად პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტის, ჟორჟე მენდეშის სურვილიცაა, რომ ფელიქსმა პრემიერ ლიგის კლუბში ითამაშოს.

23 წლის ფეხბურთელის მიმართ აქტიურ ინტერესს დიდი ხნის განმავლობაში იჩენდნენ „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბაიერნი“ და პსჟ, თუმცა ესპანური სააგენტოს მტკიცებით, დიდი შანსია, რომ ჟოაოს ახალი კლუბი სწორედ „ასტონ ვილა“ გახდეს.

უახლოეს დღეებში გაირკვევა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რას გადაწყვეტს თავად ფეხბურთელი. ამ ეტაპზე, ფელიქსი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და მეოთხედფინალური მატჩისთვის ემზადება, რომელიც მის გუნდს მაროკოს წინააღმდეგ ელის.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალზე მან 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, მადრიდის „ატლეტიკოში“ კი მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთმანეთისგან განსხვავდებიან“ - სანტუში რამოშსა და რონალდუზე
„ერთმანეთისგან განსხვავდებიან“ - სანტუში რამოშსა და რონალდუზე