ხვიჩა კვარაცხელია, ერლინგ ჰოლანდი, დარიო მარკოლინი
Aa
Aa

„არგენტინასა და ბრაზილიაში უნდა დაბადებულიყვნენ“ - მარკოლინი ხვიჩასა და ჰოლანდზე

იტალიელმა საფეხბურთო სპეციალისტმა დარიო მარკოლინმა, რომელიც 1999-00 წლებში რომის „ლაციოსთან“ ერთად სკუდეტო მოიგო, Marte Sport Live-თან ინტერვიუში კატარი 2022-ზე ისაუბრა. მისი თქმით, 

„ცუდია, რომ მუნდიალზე კვარაცხელიათი აღფრთოვანება არ შეგვიძლია. ქართველი ბრწყინვალე მოთამაშეა, მაგრამ მას არ ჰყავს ისეთი ეროვნული ნაკრები, რომელსაც შეუძლია მის კარიერას აკომპანირება, თანამეგზურობა გაუწიოს. ანალოგიურ ვითარებაშია ერლინგ ჰოლანდი, რაც ასევე ცუდია. ვფიქრობ, ჰოლანდისა და კვარაცხელიას წყვილიდან ერთი არგენტინაში, მეორე კი ბრაზილიაში უნდა დაბადებულიყო“.

ცნობისთვის, „ნაპოლი“ თურქეთში მზადებას 13 დეკემბერს დაასრულებს. „პარტენოპეის“ ამხანაგური მატჩები აქვს დაგეგმილი. თურქული შეკრების დასრულების შემდეგ გუნდი ნეაპოლში გადაინაცვლებს, სადაც კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ელის და საშინაო კედლებში „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ზურგის ტრავმის გამო სერია A-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა - „ატალანტასთან“, „ემპოლისთან“ და „უდინეზესთან“. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ნაპოლი“ პირველ მატჩს 4 იანვარს, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს და კვარაც დიდი ალბათობით სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდება მოედანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცხოვრებაში არის მომენტები, რომელთა გადალახვა განსაკუთრებით რთულია“
„ცხოვრებაში არის მომენტები, რომელთა გადალახვა განსაკუთრებით რთულია“