მაროკოს ფეხბურთელთა ნაკრები, აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

ჰაკიმი: აფრიკელი ფეხბურთელები მეტ პატივისცემას იმსახურებენ

ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე აფრიკული გუნდის მცველმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, აშრაფ ჰაკიმიმ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაროკოს ნაკრებს აფრიკული ფეხბურთის ისტორიის დაწერის ბრწყინვალე შანსი აქვს.

რა თქვა ჰაკიმიმ:

მაროკოს სურს შექმნას ისტორია, გვინდა შევცვალოთ არაბული სამყაროს მენტალიტეტი. არაბულ გუნდებს უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენც სწორედ ამას ვაკეთებთ, განსაკუთრებით ამ მსოფლიო ჩემპიონატზე.

არ ვიცი ეს ზიზღია, თუ რამე სხვა, მაგრამ აფრიკულ გუნდებს ძალიან ცოტა ყურადღება ეთმობათ, მათ ბევრად ნაკლებ პატივს სცემენ. აფრიკაში არიან შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებიც უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებენ. ისინი უნდა შევაქოთ იმ მუშაობისთვის და თავდადებისთვის, რომლის ხარჯზეც მათ ასეთ წარმატებას მიაღწიეს.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აფრიკულმა გუნდებმა დიდი პროგრესი განიცადეს, ამან იმ ფეხბურთელებისთვის ის კარი გააღო, რომელიც მათ ჩრდილში ამყოფებდა. ამ კარებს ახლა სხვებისთვისაც ვხსნით.

შეგახსენებთ, რომ მაროკოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 6 დეკემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კეში: „მბაპეს გამო ფეხები დამეწვა, კილიანი საოცრად სწრაფია“
კეში: „მბაპეს გამო ფეხები დამეწვა, კილიანი საოცრად სწრაფია“