არგენტინა, ემილიანო მარტინესი, ავსტრალია
Aa
Aa

“ბევრი ვიწვალეთ“ - მარტინესი ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინა ავსტრალიას დაუპირისპირდა, 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ალბისელესტეს“ კარის დარაჯმა ემილიანო მარტინესმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მარტინესმა?

„ეს ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატია და მაქსიმუმის გაკეთება მინდა. ყველაზე მეტად ჩემს თამაშში სიმშვიდეს ვაფასებ. რაც შეეხება მატჩს, ბევრი ვიწვალეთ. ავსტრალია აგრესიულად თამაშობდა და გამუდმებით პრესინგს მიმართავდა. პირველ ტაიმში ცენტრში ასვლა გვიჭირდა.

გოლი არსაიდან გაგვიტანეს. რომ არა რიკოშეტი, აუცილებლად მოვიგერიებდი. ამან სიტუაცია ოდნავ დაძაბა. საუდის არაბეთთან ორი გოლი გავუშვი. ეს იყო სიგიჟე, რომელიც ვერ აღმოვფხვერი. მექსიკასთან დამაჯერებლად ვითამაშე, ხოლო პოლონეთთან საქმე არ მქონდა. ავსტრალიასთან კი ყველაფერი იდეალურად გავაკეთე."

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინა ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, რომელმაც აშშ-ს 3:1 მოუგო. ამ გუნდების მატჩი 9 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუხლზე ოპერაცია სჭირდება - ჟესუსი 3 თვეს გამოტოვებს
მუხლზე ოპერაცია სჭირდება - ჟესუსი 3 თვეს გამოტოვებს