ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

ძლიერი ხასიათი ვაჩვენეთ - რა თქვა კიტეიშვილმა თასის მოგების შემდეგ

მიმდინარე სეზონში „შტურმის“ შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილმა პირველი ტიტული მოიპოვა და ავსტრიის თასზე გაიმარჯვა. ფინალში გრაცელებმა ვენის „რაპიდს“ 2-1 მოუგეს. გადამწყვეტი და მეორე ბურთი კი 81-ე წუთზე ტომი ჰორვატმა სწორედ 28 წლის ქართველი ნახევარმცველის არაჩვეულებრივი პასით გაიტანა. მთავარ მწვრთნელთან და რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად, მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რესპოდენტი იყო

რა თქვა კიტეიშვილმა

როდესაც მარცხდები, მატჩის შენ სასარგებლოდ შემოტრიალება ყოველთვის რთულია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ფინალია, რადგან აქ ფავორიტი არ არსებობს და ორივე გუნდი შესაძლებლობების ზღვარზე თამაშობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც „შტურმის“ ძლიერ ხასიათსა და მენტალიტეტზე მეტყველებს. ეს იყო არაჩვეულბრივი საღამო, რომელიც კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება.

კიტეიშვილსა და მის თანაგუნდელებს სეზონის ორი ტიტულით დასრულებისა და „ოქროს დუბლის“ შესრულების არაჩვეულებრივი შანსი აქვთ - ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გრაცელები უშუალო კონკურენტ „ზალცბურგს“ სამი ქულით უსწრებენ და წარმატების შემთხვევაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს 13-წლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედ მოიპოვებენ. წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 38 შეხვედრაში 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგოლე პასი ფინალში - კიტეიშვილმა ავსტრიის თასი მოიგო
საგოლე პასი ფინალში - კიტეიშვილმა ავსტრიის თასი მოიგო