არგენტინა, ნიდერლანდები, პაპუ გომესი
Aa
Aa

ტრავმა სერიოზული არ არის - გომესი ნიდერლანდებთან მზად იქნება

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინა ავსტრალიას დაუპირისპირდა, 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. რა თქმა უნდა, გამარჯვება სასიამოვნოა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

შეხვედრის 49-ე წუთზე პაპუ გომესმა ტკივილი იგრძნო და მოედანი ნაადრევად დატოვა. სკალონიმ „სევილიას“ ნახევარმცველი ლისანდრო მარტინესით ჩაანაცვლა.

როგორც ცნობილი გახდა, პაპუ გომესის დაზიანება სერიოზული არ არის და როგორც მან TycSport-ს განუცხადა ნიდერლანდებთან მატჩისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულია ანხელ დი მარიაც, თუმცა ჯერჯერობით მისი დაბრუნების თარიღის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინა ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, რომელმაც აშშ-ს 3:1 მოუგო. ამ გუნდების მატჩი 9 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ძლიერი ვარ, მშვიდად იყავით“ - პელემ გულშემატკივრებს მიმართა
“ძლიერი ვარ, მშვიდად იყავით“ - პელემ გულშემატკივრებს მიმართა