არსენალი, გაბრიელი ჟესუსი
Aa
Aa

მუხლზე ოპერაცია სჭირდება - ჟესუსი 3 თვეს გამოტოვებს

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, გაბრიელ ჟესუსმა და ალექს ალექს ტელეშმა ტრავმები მიიღეს და მუნდიალს გამოტოვებენ. „არსენალის“ თავდამსხმელისთვის სიტუაცია მძიმეა.

გავლენიანი გამოცემა SporTV-ის ინფორმაციით, გაბრიელის გამოჯანმრთელებას 3 თვე დასჭირდება. ეს კი თავად ფეხბურთელისთვის და ლონდონის „არსენალისთვის“ პრობლემაა.

25 წლის შემტევს მუხლზე ოპერაცია სჭირდება. ჟესუსი ლონდონში დღეს გაფრინდება და მედიკოსებთან პირველად კონსულტაციას გაივლის, ხოლო ამის შემდეგ ოპერაცია დაიგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი „მეთოფეებს“ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა და უმალ გუნდის ლიდერად მოგვევლინა. ჟესუსმა „არსენალის“ შემადგენლობაში ჯერჯერობით 20 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით“ - მესი ავსტრალიის დამარცხების შემდეგ
“კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით“ - მესი ავსტრალიის დამარცხების შემდეგ