ჯაბა ხოფერია
Aa
Aa

„დიდება გმირებს“ - მორაგბე ჯაბა ხოფერია უკრაინაში დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს 27 წლის ჯამბულათ (ჯაბა ) ხოფერია ემსხვერპლა. ინფორმაცია Facebook-ში ხოფერიას მამამ დაადასტურა.

არჩილ ხოფერია: „ჩემი შვილი ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში.. ვფიქრობდი, დროშა, რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამყრობლებთან ბრძოლაში საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა .. ჩვენ ვერ გაგვტეხენ ..ეს ჩვენი ხვედრია და განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება.. მტრებს ყველაფერი წინ აქვთ .. და მე როცა აღარ ვიქნები, ჩვენი საქმე, ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე, მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე, თქვენ გააგრძელეთ.. მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია“.

სამხედრო სამსახურში წასვლამდე ჯაბა ხოფერია მორაგბე იყო, მის გარდაცვალებას საქართველოს რაგბის კავშირი გამოეხმაურა: „დიდება გმირებს“.

ყოფილი მორაგბის კარიერის ფოტოები კლუბმა „სამხატვრო აკადემიამ“ სოციალურ ქსელში ატვირთა იდენტური წარწერით: „დიდება გმირებს!“.

ჯაბა ხოფერია 28-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ინტერვენციას შეეწირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები