რობერტო მარტინესი
Aa
Aa

„მუშაობას ვეღარ გავაგრძელებ“ - მარტინესმა ბელგიის ნაკრები დატოვა

ბელგიის ნაკრების „ოქროს თაობამ“ დიდი ალბათობით თავისი ბოლო დიდი ტურნირი ფიასკოთი დაასრულა და მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა, რასაც რობერტო მარტინესის პოსტიდან გადადგომა მოჰყვა.

„წითელი ეშმაკების“ თავკაცმა ხორვატიასთან მატჩის პრესკონფერენციაზე ამ ყველაფერზე ვრცლად ისაუბრა:

„დღეს ჩვენ ისევ საკუთარი თავი ვიყავით. მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩის მოგება ადვილი არ არის. პირველ წრეში კანადა დავამარცხეთ, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავს არ ვგავდით. მეორე წრეში მაროკოსთან დამსახურებულად წავაგეთ, რადგან მზად არ ვიყავით.

დღეს ბევრი მომენტი შევქმენით, ამიტომ არაფერს ვნანობ. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავაწეულები ვტოვებთ.

რა თქმა უნდა, ბელგია ჯგუფურ ეტაპზე გასვლით არ კმაყოფილდება. ჩვენ გვინდოდა წინსვლა, მაგრამ ყველა სხვა გუნდს იგივე სურს.

ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი გუნდთან ერთად. ემოციური მომენტი. მუშაობას ვეღარ გავაგრძელებ. მე დავემშვიდობე ფეხბურთელებს და თანამშრომლებს. წასვლას მაინც ვაპირებდი, თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატი მოგვეგო. გადაწყვეტილება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მივიღე“,

- განაცხადა მარტინესმა.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მარტინესი ბელგიელთა მართლაც უნიჭიერეს თაობას 2016 წლიდან წვრთნიდა, თუმცა ნაკრებს მის ხელში სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინოა ისე რომ აღნიშნა, თითქოს ბურთს მართლა შეეხო“ - სატონი რონალდუს აკრიტიკებს
„სამარცხვინოა ისე რომ აღნიშნა, თითქოს ბურთს მართლა შეეხო“ - სატონი რონალდუს აკრიტიკებს