გერმანია, კოსტა რიკა, ფერნანდო სუარესი
Aa
Aa

“ფავორიტები არასდროს ვართ, ეს კარგია“ - სუარესი გერმანიასთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კოსტა რიკა გერმანიას ხვდება და ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს. მატჩის წინ, ლუის ფერნანდო სუარესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა სუარესმა?

„2014 წლის მუნდიალიდან 8 წელი გავიდა. ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა, მაგრამ მოგონებებს არაფერი წაშლის. როდესაც კოსტა რიკელები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდიან, ფეხბურთის თამაშს სხვანაირად იწყებენ. ვფიქრობ, ეს გენების დამსახურებაა.

მე მარტო 2014 წლის მუნდიალზე არ ვსაუბრობ. 1990 წელს არავინ ელოდა, რომ ჯგუფიდან გავიდოდით. ჩვენ ფავორიტები არასდროს ვართ და ეს კარგია. გერმანიასთან ემოციურად ძლიერები უნდა ვიყოთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. ეს მთავარი იქნება და ვფიქრობ, საკუთარი თავით ვიამაყებთ.“

შეგახსენებთ, რომ კოსტა რიკას 3 ქულა აქვს. ამავე რაოდენობის ქულები აქვს იაპონიასაც, ხოლო გერმანია 1 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება. ჯგუფის ლიდერი კი 4 ქულით ესპანეთი გახლავთ. კოსტა რიკის და გერმანიის დაპირისპირება პირველი დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სხეულის შეშუპება, გულის უკმარისობა, ფსიქიკური დაბნევა - პელე მძიმე მდგომარეობაშია
სხეულის შეშუპება, გულის უკმარისობა, ფსიქიკური დაბნევა - პელე მძიმე მდგომარეობაშია