“ვერ ბედავ? შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ“ - ვან გაალი ჟურნალისტს დაუპირისპირდა
Aa
Aa

“ვერ ბედავ? შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ“ - ვან გაალი ჟურნალისტს დაუპირისპირდა

ნიდერლანდების ნაკრებმა კატარი 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში პირველი ადგილიდან გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ლუის ვან გაალმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი გამოცდილი სპეციალისტი გააღიზიანა.

ვან გაალი:

„არ ვაპირებ შენთან დიდხანს საუბარს, რადგან შენ ფეხბურთთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გაქვთ. რატომ არ წერ, რომ ჩვენ მოსაწყენი ნაკრები ვართ? ვერ ბედავ? თუ იცი, რომ სიცრუეა და ხალხს არ დააინტერესებს?

ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება, მაგრამ შენი აზრი სწორი არ არის! ყველა ამაყობს, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. ყველაფერი არც ისე ცუდია, როგორც შენ ამბობ.“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა ჯგუფში 3 მატჩიდან 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ვან გაალის შეგირდებმა კატარი და სენეგალი დაამარცხეს, ხოლო ეკვადორთან 1 ქულა აიღეს.

ნიდერლანდები - სენეგალი 2:0

ნიდერლანდები - ეკვადორი 1:1

ნიდერლანდები - კატარი 2:0

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაკპო რონალდუს შემცვლელად -  მან. იუნაიტედი ნიდერლანდელს უმიზნებს
გაკპო რონალდუს შემცვლელად - მან. იუნაიტედი ნიდერლანდელს უმიზნებს