სადიო მანე, სენეგალის ფეხბურთელთა ნაკრები, ალიუ სისე
Aa
Aa

„გამარჯვება სადიო მანეს ეძღვნება“ - ალიუ სისე ეკვადორთან მოგების შემდეგ

კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე სენეგალის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია, დასკვნით ტურში ეკვადორი 2:1 დაამარცხა. პირველი ადგილი ნიდერლანდებმა 7 ქულით დაიკავა, სენეგალი მერვედფინალში 6 ქულით გავიდა, ეკვადორმა 4 ქულა მოიპოვა, კატარის ანგარიშზე 0 ქულაა.

სენეგალელთა მთავარმა მწვრთნელმა ალიუ სისემ გამარჯვება სადიო მანეს მიუძღვნა, რომელმაც ფინალური ეტაპი ტრავმის გამო გამოტოვა.

ალიუ სისე: „მინდა, გამარჯვება მივუძღვნა კაცს, რომელიც ქვეყნისთვის ექსტრაორდინალურ რაღაცებს აკეთებს და ვინც სამწუხაროდ, აქ არაა და მისი სახელი და გვარია სადიო მანე“.

1990 წლის მუნდიალის შემდეგ სენეგალის ნაკრები პირველი აფრიკული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკული ნაკრები დაამარცხა. ამ გამარჯვებით სენეგალმა აფრიკული ნაკრებების 21-მატჩიანი მოუგებელი სერია (4 ფრე, 17 მარცხი) დაასრულა.

სენეგალი მესამე აფრიკული ნაკრებია, რომელმაც მუნდიალზე ჯგუფური ეტაპი წარმატებით ორჯერ დაძლია. ანალოგიური შედეგი ნიგერიამ (1994, 1998, 2014) და განამ (2006, 2010) დააფიქსირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
A ჯგუფი: მერვედფინალში ნიდერლანდები და სენეგალი გავიდნენ
A ჯგუფი: მერვედფინალში ნიდერლანდები და სენეგალი გავიდნენ