არგენტინა, ლისანდრო მარტინესი, პოლონეთი
Aa
Aa

ლისანდრო მარტინესი: “მატჩის ბედს დეტალები გადაწყვეტს“

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში არგენტინის ნაკრები პოლონეთს ხვდება. მატჩის წინ, არგენტინელთა ცენტრალურმა მცველმა ლისანდრომ მარტინესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა მარტინესმა?

„როდესაც ვერ იგებ, სწორედ მაშინ სწავლობს გამარჯვების ფასს. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით. ზოგადად, ნაკრებში თამაში ყოველთვის უფრო რთულია. მსოფლიო ჩემპიონატს ვერაფერი შეედრება. მათ შორის კოპა ამერიკის ფინალი ბრაზილიის წინააღმდეგ. აქ ყველაფერი სხვანაირად არის.

რობერტ ლევანდოვსკი დიდებული ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ვიცი, რომ ის საჯარიმოში იდეალურად გადაადგილება. პოლონეთთან მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყოთ, რათა საკუთარ თავზე ზეწოლა არ მოვახდინოთ. ბევრი დებიუტანტი გვყავს და მათ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. არგენტინის ნაკრების მაისურის ტარება ადვილი არ არის.

ვფიქრობ, პოლონეთთან რთული დასაწყისი გვექნება. ეს არის მატჩი, რომელსაც დეტალები გადაწყვეტს. არ აქვს მნიშვნელობა მწვრთნელი რა ტაქტიკით ითამაშებს. ფეხბურთელები 3 და 4-მცველიან ტაქტიკას უნდა მოვერგოთ. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა.“

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ, არგენტინის ნაკრებს 3 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე კი სწორედ პოლონეთია. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 30 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“400-500 ადამიანი დაიღუპა“ - კატარის მაღალჩინოსნის განცხადება
“400-500 ადამიანი დაიღუპა“ - კატარის მაღალჩინოსნის განცხადება